ОРФографическое
   Улучшение
    Сайтов|
სისტემა Orphus
 
სისტემა Orphus

გაიხედეთ ამ გვერდის ზედა კუთხისკენ. ხედავთ პატარა გამოკვეთილ ღილაკს, რომელიც მაშინვე გხვდებათ თვალში? სწორედ ესაა Orphus. რა საჭიროა იგი?

სისტემა Orphus-ის იდეა ძალიან მარტივია: საიტზე არსებული შეცდომების აღმოჩენა თქვენივე საიტის მომხმარებლების ინტელექტის (ანუ, ბუნებრივი ინტელექტის) გამოყენებით. შეიძლება ითქვას, რომ Orphus "ციფრავს" ბუნებრივ ინტელექტს.

წარმოიდგინეთ, რომ მომხმარებელი კითხულობს რაღაც ტექსტს საიტზე და უცბად აღმოაჩენს შეცდომას. რას გრძნობს იგი ამ დროს? რაღაც უსიამოვნოს. ზოგი მომხმარებელი შეცდომით დაწერილ სიტყვაზე მექანიკურად წკაპუნსაც კი იწყებს, თითქოს ამ შეგრძნების მოშორებას ცდილობენ! და ზუსტად აქ ერთვება საქმეშო Orphus: საკმარისია მომხმარებელმა მონიშნოს ტექსტის არასწორი ფრაგმენტი და დააჭიროს ღილაკებს Ctrl+Enter, რომ შეტყობინება მომენტალურად (ფონურ რეჟიმში) ეგზავნება საიტის ვებმასტერს, ანუ — თქვენ.

მსგავსი სიმარტივე ძალიან მნიშვნელოვანია: მომხმარებელს რათქმაუნდა შეეძლო, რომ ელფოსტით გამოეგზავნა თქვენთვის შეტყობინება შეცდომის შესახებ. მაგრამ მას ბუნებრივია დაეზარებოდა საფოსტო კლიენტის გაშვება, მისასალმებელი ტექსტის დაწერა, ბმულის დაკოპირება და ა.შ. Orphus კი საშუალებას აძლევს მას გააკეთოს ზუსტად იგივე, მომენტალურად! თქვენ კი შეგიძლიათ კვირაში ერთხელ ამოწმოთ ვებ-ინტერფეისში დაგროვილი შეცდომები და ასწოროთ ისინი.

Orphus-ის თქვენს ვებგვერდზე მისამაგრებლად ყურადღებით შეავეთ ქვემოთ მოცემული ფორმა — შედეგად, უკანასკნელ ტექსტურ ველში კოდი გამოჩნდება. როგორც კი დააყენებთ სისტემას საიტზე, იგი პირველ ჯერზე ავტომატურად "ამუშავდება", და თქვენს ელფოსტაზე სისტემაში შესასვლელი პაროლი გამოგეგზავნებათ.

1. შეიყვანეთ თქვენი ელფოსტა. მასზე გამოიგზავნება ხოლმე შეტყობინებები შეცდომების შესახებ:
2.
აირჩიეთ Orphus-ის ინტერფეისის ენა:
ყურადღება: თუ თარგმნეთ Orphus-ის ინტერფეისი (0.8К) თქვენს მშობლიურ ენაზე, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ სკრიპტის ენის მხარდამჭერი ნაწილი ფორუმში, მისამართზე http://www.orphus.ru/community/orphus/translations/.
3. ჩამოტვირთერთ Orphus-ის მთავარი ფაილი და განათავსეთ იგი სადმე თქვენს საიტზე:
გთხოვთ, შეიყვანოთ სწორი ელფოსტა
4. ჩააკოპირეთ რომელიმე ამ ღილაკებიდან იმავე საქაღალდეში, რომელშიც მოათავსეთ Orphus-ის მთავარი ფაილი:
121x21 - скачать
Enilatiar (transparent background)
90x32 - скачать
Nevgod Danil
88x31 - скачать
Imelik
150x100 - скачать
UZbe4onok a.k.a. Ruslan N.
121x21 - скачать
Enilatiar (white background)
115x28 - скачать
ENVA
141x25 - скачать
Dmitry Koterov (with border)
121x21 - скачать
yUAC
88x31 - скачать
Sergey Prihodko
135x58 - скачать
Mixa (transparent background)
197x39 - скачать
Natalya
80x15 - скачать
Yurii Kornilev
135x58 - скачать
Mixa
141x25 - скачать
Dmitry Koterov (no border)
125x115 - скачать
Mikael
72x24 - скачать
Fedor
5.
ჩასვით HTML-კოდის ეს ფრაგმენტი საიტის ყველა გვერდზე:
...თუ გავითვალისწინებთ, რომ Orphus-ის მთავარი ფაილის URI-ა:

შეგახსენებთ, რომ საბოლოოთ თქვენს საიტზე უნდა გაჩნდეს ორი ფაილი:

  • /orphus/orphus.js — ძირითადი სკრიპტი, რომლის ჩამოტვირთვა ზევით მოცემული ბმულიდანაა შესაძლებელი;
  • /orphus/orphus.gif — ღილაკი;
  • ამის გარდა, საჭიროა საიტის ყველა გვერდზე ჩაისვას ქვემოთ, ფორმაში მოცემული კოდი. სწორედ ის განსაზღვრავს, თუ გვერდის რომელ ნაწილში უნდა გამოჩნდეს Orphus.

კოდის ჩასმის შედეგად, გვერდზე გამოჩნდება სისტემა Orphus-ის ხატულა (მაგალითად, მისი ნახვა შეგიძლიათ ამ გვერდის ზედა ნაწილში).

თუმცა, მხოლოდ ხატულა ალბათ არ იქნება საკმარისი. თუ გსურთ, რომ სისტემამ მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს, სადმე უნდა განათავსოთ ამდაგვარი ტექსტი: "მონიშნეთ ორთოგრაფიული შეცდომა და დააჭირეთ ღილაკებს Ctrl+Enter".

მათ საყურადღებოდ, ვისაც 1 პიქსელიანი მთვლელების გაკეთება და მათი უხილავ ფენებში ჩასმა უყვართ — სისტემის ეფექტურობა პირდაპირპროპორციულია იმ ხალხის რაოდენობისა, ვინც შეამჩნევს ხატულას ან ინსტრუქციის ტექსტს. ამიტომ, ნამდვილად არ გირჩევთ ორიგინალური მეთოდების ძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემის ეფექტი ნულოვანი იქნება.


Камин-печь . Перевод договоров и уставов здесь. Переводы от юристов. . Вот тут можно купить конструктор электронный 320 схем по хорошей цене . ремонт кухни